კაია კალასმა ს კონსერვატიული პარტიის წევრების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება უარყო

ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ესტონელი კონსერვატორების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება უარყო
„მე, კაია კალასმა, არასწორი ფაქტობრივი მტკიცებები გამოვაქვეყნე 2022 წლის 17 თებერვლის პოსტში, რომ პოლიციას თავს დაესხნენ ვარო ვოგლაიდისა და „ოჯახისა და ტრადიციის დაცვის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე ტომპეაში და რომ ვარო ვოგლაიდმა და „ს კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ“ 2021 წლის 23 ოქტომბერს დემონსტრაცია დააორგანიზეს თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.