საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში პსჟ სტუმრად სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება. „პარიზიენის“ მტკიცებით, პარიზულ გუნდში რიგი ცვლილებებია მოსალოდნელი.
მეკარე მატვეი საფონოვი ტრავმირებულია და ძირითად შემადგენლობაში ან ლუკა შევალიე იქნება ან რენატო მარინი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარინი „პარი სენ ჟერმენში“ პირველ მატჩს ჩაატარებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის დააყენებს კარში, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა, რომ როგორც ჩვევია, შემადგენლობის შესახებ ჯერ ფეხბურთელებს აცნობებს, შემდეგ კი მედიას და ამჯერადაც ასე მოიქცევა.
გამოცემა წერს, რომ გადაღლილი ბრედლი ბარკოლა შვებულებაში გავიდა, ისევე როგორც ვილიან პაჩო, კანგ-ინ ლი ტრავმირებულია, ხოლო აშრაფ ჰაკიმი (მაროკო) და იბრაიმა მბაიე (სენეგალი) აფრიკის თასზე საასპარეზოდ გაემგზავრენ.
პირველად მოხვდება განაცხადში 16 წლის მარჯვენა მცველი დევიდ ბოლი და არაა გამორიცხული სასტარტოში ვიხილოთ. ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, სათადარიგო იქნება.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: მარინი (ან შევალიე), ბოლი, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, მეილიუ, დუე, დემბელე, რამუში, ნჯანტუ.
ვინაიდან რანგით მეხუთე დივიზიონის „ფონტენეს“ 4 500-იანი “ემანუელ მურზო“ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მატჩი ნანტის „ბოჟუარის“ სტადიონზე გაიმართება – თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
შანსი საზონოვისთვის – საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? – უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
[VIDEO] რას აკეთებდნენ ზაბარნი და შევალიე, როდესაც პენალტების სერიის შემდეგ პსჟ-ის ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს
საფონოვმა ხელი მოიტეხა – თასის მატჩში პსჟ-ს კიდევ სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
[VIDEO] “კვარას” გოლი და საფონოვის გმირობა – პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია




