Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა…

Rousing the Kop-ი წერს, რომ „ლივერპულის“ გულშემატკივრები მეკარე ალისონის წასვლას უნდა შეურიგდნენ, ის „წითლებში“ ბოლო სეზონს ატარებს, დიდი ალბათობით 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ კონტრაქტს გაუგრძელებენ, ოღონდ მხოლოდ იმისათვის, რათა თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ არ დატოვოს კლუბი.
აღნიშნულია, რომ ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, ვინაიდან კლუბმა გიორგი მამარდაშვილის სახით მისი ღირსეული შემცვლელი უკვე იპოვა, მაგრამ გუნდში დაბრუნდება „აიაქსში“ 4 მილიონი ევროს საფასურად იჯარით გაშვებული 24 წლის ჩეხი ვიტეზსლავ იაროში (სიმაღლე 190 სმ, transfermarkt-ის მიხედვით ფასი 5 მილიონი), რომელიც ქართველთან კონკურენციისთვის მზადაა, ამდენად გიორგი ერთადერთი არაა – იაროშსაც აქვს ალისონის შეცვლის იმედი.
„მამარდაშვილი უდავოდ პირველი ნომერი იქნება, ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია იაროშმა კონკურენცია მოუგოს. მან „აიაქსში“ მოწონება დაიმსახურა და თუ ალისონი მართლა წავა, პრობლემა არ შეიქმნება, რამეთუ „ლივერპულს“ საიმედო კარის დარაჯები ჰყავს. არის კიდევ ახალგაზრდა არმინ პეჩი, თუმცა ის ესოდენ მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად მზად არ არის“, – ასკვნის გამოცემა.
აზაროვი “შახტარიდან” მიდის – გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია – მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს – “ლივერპული” “ლიდსთან” ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ალისონის დაბრუნება და “ლივერპულის” 0:3 საშინაო მარცხი “ნოტინგემთან”
ალისონი “ლივერპულიდან” წავა? – შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი – “ლივერპულმა” “ბრაიტონს” სძლია
“რაც გააკეთა, სირცხვილი იყო” – კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
[VIDEO] “ენფილდზე” სალაჰი განსაკუთრებულად უყვართ – ასე შეეგებნენ მოედანზე დაბრუნებულ ეგვიპტელს “ლივერპულის” ფანები
სალაჰს სემენიო შეცვლის? “ლივერპული” “ბორნმუთის” შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები – “ლივერპული” “სანდერლენდთან” წაგებას გადაურჩა
“ლივერპულმა” ლონდონში “ვესტ ჰემს” სძლია – მამარდაშვილი სათადარიგო იყო
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? – წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
“რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?” – არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
იაროშს “ლივერპულის” პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
ალისონის და მამარდაშვილის დუბლიორი? – “ლივერპულმა” უნგრელი მეკარე შეიძინა
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო