რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ათი დღით მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, უკვე 25-ედ. ამის შესახებ პოლიტიკოსის გუნდი იტყობინება.
როგორც იუწყებიან, ამის საბაბი გახდა ის, რომ ნავალნიმ არასწორად წარუდგინა თავი კოლონიის თანამშრომელს. წინა შემთხვევაში ნავალნი ამავე მიზეზით მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, როცა ის კოლონიაში მისვლისას აუცილებელი კარანტინიდან გამოვიდა.
სადამსჯელო იზოლატორის საკანში პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა: პატიმარს არ ეძლევა ლოგინის თეთრეული, ეკრძალება მონახულება, სატელეფონო საუბრები, გზავნილების მიღება, გასეირნება და მაღაზიაში საჭმლის შეძენა.
2023 წლის დეკემბრიდან ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს იამალის ნახევარკუნძულზე. მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა – ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებებში და მის დაფინანსებაში.
ნავალნი ბრალს არ აღიარებს, მრავალმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ იგი პოლიტპატიმრად აღიარა.