მ და რუსეთმა დაღუპულთა ცხედრების მორიგი გაცვლა განახორციელეს

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულთა ცხედრების კიდევ ერთი გაცვლა განახორციელეს. ამის შესახებ განაცხადეს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ.
შტაბმა აღნიშნა, რომ ში დააბრუნეს დაღუპულთა 1003 ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნით. მედინსკიმ დაწერა, რომ უკრაინაში 1000 ცხედარი დააბრუნეს, ხოლო რუსეთში – 26.
მედინსკის სიტყვებით, გაცვლა მოხდა სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში.
2025 წლის 2 ივნისს სტამბოლში, პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს, უკრაინა და შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ყველა მძიმედ დაავადებულ სამხედრო ტყვეს, დაღუპულ ჯარისკაცთა ცხედრებს პრინციპით 6000-ს 6000-ზე და 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებს. თუმცა, უკრაინასა და რუსეთს შორის გაცვლილი ცხედრების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა ამ მაჩვენებელს. წინა გაცვლა ნოემბერში მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ცხედრების გაცვლის დროს რუსეთმა კიევს 20 არაუკრაინელი მოქალაქის ცხედარი გადასცა. როდესაც ჰკითხეს, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე რუსეთის მხარეს, მან უპასუხა: „არანაირად. ამბობენ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს“.