EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე

ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, თუმცა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გარეშე.
„რეპარაციის სესხის“ გეგმას 210 მილიარდი ევროს გაყინული რუსული გაყინული აქტივების ნაწილის გამოყენებაზე, მთავარი წინააღმდეგობა გაუწია ბელგიამ, სადაც არის განთავსებული რუსული აქტივების დიდი ნაწილი.
90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი 2026-27 წლებისთვის დაფუძნებული იქნება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებულ სესხებზე, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის რესურსებით. შეთანხმება არ დაუბლოკავთ, თუმცა სესხის უზრუნველყოფაში მონაწილეობას არ მიიღებენ უნგრეთი, ჩეხეთი და .
ამ სესხს მხოლოდ მას შემდეგ დაფარავს, რაც ომის შედეგად მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს. მანამდე ს აქტივები გაყინული დარჩება და ევროკავშირი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ისინი სესხის დასაფარად.
„მადლობას ვუხდი ევროკავშირის ყველა ლიდერს ევროპული საბჭოს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 2026-2027 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს მედეგობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები რჩება იმობილიზებული და მ მომავალი წლებისთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მიიღო. გმადლობთ ამ შედეგისა და ერთიანობისთვის“, — დაწერა X-ზე უკრაინის პრეზიდენტმა მ.