ტატა ხვედელიანი – სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც „ოცნებამ“ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის წაართვა

სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც „ოცნებამ“ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის წაართვა, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრი, ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატის თქმით, „ქართულის ოცნების“ მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერების პერიოდში სამსახურიდან 800-ზე მეტი საჯარო მოხელე უკანონოდ გათავისუფლდა.
„დღეს საჯარო მოხელის დღეა. ქვეყნის განვითარება შეუძლებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საჯარო სექტორის გარეშე.
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც „ოცნებამ“ შეაჩერა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, ამ პერიოდში კი 800-ზე მეტი საჯარო მოხელე უკანონოდ გათავისუფლდა, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გაპროტესტებისთვის.
დღესაც გრძელდება საჯარო სექტორში თავისუფალი აზრის დევნა და დაშინება. ბოლო თვეებში განხორციელდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებების შეტანა, რომელიც დაუცველს ტოვებს საჯარო მოხელეს რეჟიმის წინააღმდეგ და გვაბრუნებს 90-იანი წლების საჯარო სექტორში.
ბოლო თვეებში გაუქმდა უწყებები, რომლებიც ემსახურებოდა ქვეყნის წარმატებას და განვითარებას, მათ შორის საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო, რომელიც მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი იყო საჯარო მოხელის ინსტიტუტის განვითარების გზაზე.
სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაიბრუნებს ყველაფერს, რაც „ოცნებამ“ განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის წაართვა. ყველა უკანონო ნაბიჯს გაეცემა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი“, – წერს ტატა ხვედელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…