ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის შეჩერებაში, ეს მოგვიანებით უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან არ გაჩერდება

თვალები უნდა გავახილოთ და გავაცნობიეროთ, რომ არ შეწყვეტს ომს უკრაინაში – მისი შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, თუ მას აქტიურად შეაჩერებენ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა, ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდებათ.
„უკრაინელები მზად არიან, იბრძოლონ. უკრაინელებს სჭირდებათ ჩვენი დასავლური, განუყოფელი მხარდაჭერა – ევროკავშირის მხარდაჭერა. ასე რომ, ჩვენ საბოლოოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვექნება უკრაინის დაფინანსება მომავალი წლებისთვის, რათა მათ თავიანთი მთავრობის შენარჩუნება შეძლონ. ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ მივაწოდებთ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომელიც მათ სჭირდებათ ამ ამოცანის შესასრულებლად“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თუ დასავლეთი უკრაინას მხარს არ დაუჭერს, მას მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება, რადგან რუსეთი არ შეჩერდება.
„მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, რომ სჯობს, ეს ფული სხვაგან დაიხარჯოს, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა: მომავალში უფრო ძვირი დაჯდება. თუ ჩვენ ახლა არ დავეხმარებით უკრაინას რუსეთის შეჩერებაში, ეს მოგვიანებით უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან რუსეთი არ გაჩერდება“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა