გაბრიელიუს ლანდსბერგისი – უკრაინა ახლა აკავებს აგრესიულ, ექსპანსიონისტ რუსეთს, თუკი ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას, ვინ შეაკავებს რუსეთს?

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხია და ევროკავშირს უნდა ახსოვდეს, რომ ის იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ასევე ევროპისთვის.
ახლა აკავებს აგრესიულ, ექსპანსიონისტ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. იმედია, ისინი მოახერხებენ მის შეკავებას თავიანთი ტერიტორიის გარეთ, მაგრამ თუკი ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, მზად უნდა ვიყოთ, ვუპასუხოთ შეკითხვას, მაშინ, ვინ შეაკავებს რუსეთს? და სხვა არაფერია, ვინც რუსეთს შეაკავებს ნატო-სა და რუსეთთან უახლოესად მდებარე მყოფი ქვეყნების გარდა. ეს ასევე ნიშნავს ჩემს ქვეყანას, ნიშნავს პოლონეთს, სხვა ქვეყნებს აღმოსავლეთ ფლანგზე. ასე რომ, ეს არის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ევროპისთვისაც“, – განუცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ ს აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება