წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხით საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესებაზე – თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია – ძალიან დიდი ტყუილია, რომ მერიაში სუს-ი და ფინანსური პოლიცია იყო მოსული

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
„წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში. ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თაღების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა. ამის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება. როგორც მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი”, – აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ საგამოძიებო უწყებები წერეთლის გამზირის პროექტით დაინტერესდნენ, კალაძე პასუხობს:
“თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია. ყველაფერი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს. პრობლემები და დასამალი არაფერია”, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, “ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუს-ი და ფინანსური პოლიცია“.
როგორც მან განმარტა „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ