მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედს იხსენიებს

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„წმინდანი ქრისტესშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნიკოლოზობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…