ევროკავშირი ს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროთი დააფინანსებს

წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ს ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით დააფინანსებენ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ამას გავაკეთებთ გაძლიერებული თანამშრომლობის გზით, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის ბიუჯეტის თავისუფალი რესურსებით და მრავალმხრივი სავალუტო გეგმის შესწორების ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკომისიამ საბჭოს საკითხის გადაწყვეტის ორი გზა შესთავაზა : ერთი მხრივ, ევროკავშირისგან სესხის ბაზარზე აღება და მეორე მხრივ, რეპარაციის სესხის გამოყოფა.
“ჩვენ ყველას ერთი მკაფიო მიზანი გვაქვს. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის. ამიტომ, ჩვენ შევიკრიბეთ მკაფიო მიზნით: მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების მოგვარებისთვის და დიდი სიხარულით შემიძლია ვთქვა: ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების შესახებ. უკვე გასულ კვირას, ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო და ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირში რუსული აქტივების გრძელვადიან პერსპექტივაში იმობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გზით და ამის საფუძველზე შევთანხმდით, რომ გვეპოვა გამოსავალი უკრაინის მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფინანსებისთვის. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით დააფინანსებენ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობით”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რეპარაციის სესხის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.
„მანამდე, აქტივები უძრავი დარჩება და კავშირი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ნაღდი ფული სესხის დასაფინანსებლად. ეს არის გამოსავალი, რომელიც ერთად ვიპოვეთ და როგორც ბოლო კვირების განმავლობაში განვიხილეთ, უკრაინის დაფინანსება 2027 წლის შემდეგ იქნება შემდეგი მრავალმხრივი სავალუტო გეგმის განხილვის ნაწილი“, – აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში