იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება 2026–2027 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია ომის პირობებში ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის საჯარო ფინანსების პროგნოზირებადობას, უზრუნველყოფს თავდაცვისა და სახელმწიფოს კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნებას და აძლიერებს ნდობას საერთაშორისო პარტნიორებს შორის“, – წერს უკრაინის პრემიერი.
მისი განცხადებით, ს აგრესიას ფინანსური ხარჯები ახლავს თან.
ს სუვერენული აქტივები მობილიზებული რჩება და რეპარაციების სესხზე მუშაობა გრძელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი.