[VIDEOS] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია, ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა – ქართველების ტური NBA-ში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “მილუოკი ბაქსი” 111:105 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კანადელთა ლიდერი ბრენდან ინგრამი გახდა, რომელმაც 35 წუთში 29 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, “ტორონტო რაპტორსი” 17 მოგებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. სანდროს გუნდი მორიგ შეხვედრას 21 დეკემბერს “ბოსტონ სელტიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება NBA-ში მოთამაშე მეორე ქართველს, გოგა ბითაძეს, მისი “ორლანდო მეჯიქი” “დენვერ ნაგეთსთან” 115:126 დამარცხდა.
გოგამ მოედანზე 19 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა 1 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ჯამალ მარი გახლდათ, უკანახაზელმა 36 წუთში 32 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
მატჩი სამმაგი დუბლის გარეშე არც ნიკოლა იოკიჩმა დაასრულა, გენიალურმა სერბმა 38 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
“ორლანდო” 15 გამარჯვებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” 21 დეკემბერს “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდება.
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი – “ტორონტოს” 4-მატჩიანი წაგებათა სერია “მაიამი ჰიტთან” დასრულდა
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა – “ტორონტო” ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, “მეჯიქმა” “მაიამი” დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა – “ორლანდო მეჯიქმა” “ჩიკაგო ბულსი” დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი – “ორლანდო მეჯიქი” “სან ანტონიო სპურსთან” 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 4 ქულა და 3 მოხსნა – “ორლანდომ” “დეტროიტი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი – ქართველების ტური NBA-ში
[VIDEO] ბითაძის უქულო მატჩი და ბრანსონის ბენეფისი – “ნიუ იორკ ნიქსი” NBA Cup-ის ფინალში გავიდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი – “ტორონტოს” 4-მატჩიანი წაგებათა სერია “მაიამი ჰიტთან” დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 27 წუთი – “ტორონტო” “ნიუ იორკ ნიქსთან” დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული – “ლეიკერსმა” “ტორონტო” ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები – “ტორონტო” ზედიზედ მესამედ დამარცხდა