„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, 19 დეკემბერს დატოვებს.
ცნობილია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს რუსთავის ციხესთან დახვდებიან თანაგულნდელები და მხარდამჭერები.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.




