„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 6 090.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე

2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4 პროცენტით შემცირდა და 2 791.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესია საექსპორტო პარტნიორებია: (541.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (343.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (270.0 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 474.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 257.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 180.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება