– ბელგიის პრემიერ-მინისტრთან კარგი საუბარი მქონდა, მისი რისკების მესმის, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი რისკები გვაქვს

ჩვენ უფრო დიდი რისკები გვაქვს, ვიდრე ბელგიას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ დღევანდელ სამიტზე ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს ესაუბრა.
„კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ ერთმანეთის გვესმის. მე მისი რისკების მესმის, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი რისკები გვაქვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ს წლის ბოლომდე სჭირდება.
„თანხა საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა და ნებისმიერმა სხვამ ეს რუსული აქტივები ჩვენს წინააღმდეგ ბერკეტად არ გამოიყენოს. არ გვსურს, რომ ეს აქტივები მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი იყოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ სესხის ან ფინანსური დახმარების მიღება გაზაფხულამდე არ მოხდება, მაშინ ს დრონების წარმოების შემცირება მოუწევს.