ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპანტი რუსეთის, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, გაყინულ ფულს სუვერენული აქტივები უწოდა და ევროკავშირი, რომელიც დასაბუთებულად ხსნის, რატომ იქნება სამართლიანი, ეს გაყინული აქტივები მოხმარდეს უკრაინას, ისევ დაადანაშაულა.
“…უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ბოლომდე, დღეს ბრიუსელი დგას და უყურებს იმას, ფული საიდან მოიტანოს, საკუთარი ფულის დახარჯვაც არ უნდა ბრიუსელს იმისთვის რომ აღადგინოს უკრაინა და ფიქრობენ ახლა იქ რუსეთს რა წაართვან, ფიზიკურ პირებს რა წაართვან, იქ აბრამოვიჩზე იყო საუბარი, ასე შემდეგ, აქეთ-იქით იყურებიან. თავისი ფულის დახარჯვა ხომ არ უნდათ. საქმე იმაშია, რომ ვხედავთ, ამას აქვს საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემა, ასეთ ნაბიჯს, იმიტომაც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას თუ არ იღებენ, გეგმა B რა არის, თუ რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს ვერ ადებენ” – თქვა პაპუაშვილმა




