– რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი არ არის

წახალისებაა ექსტრემიზმის და ამას შიდა საქმეებში ჩარევას დავარქმევთ თუ კონკრეტული მიზნისთვის ბრძოლას, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა საქმეებში ჩარევა გამოიხატება იმ ცუდ პრაქტიკაში, რასაც ჰქვია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფაც, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა, მ ევროპარლამენტში გამართული დებატები, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.
მისი თქმით, „ევროპარლამენტში წარმოუდგენელი ატმოსფეროა შექმნილი რადგან „სახალხო პარტია“, „ალდე“ არიან, რომლებიც მრავალრიცხოვანია, თუმცა მათი დიდი ნაწილი სიტუაციაში საერთოდ ვერ ერკვევა“.
„ამ ჯგუფის მეთაური რგოლი არსებობს, რომლებიც წლებია, 2012 წლიდან მოყოლებული დაპირისპირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომლის პოლიტიკა მათ არ აწყობთ. 2012 წლამდე ადამიანების ხოცვა-ჟლეტა იყო და ადამიანის უფლებები ირღვეოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მხარს უჭერდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ახლაც მხარს „ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ. რასაკვირველია, ამას რეზოლუციებსა და გამოსვლებზე თავისი კვალი აქვს, მაგრამ საღი აზრიც გამოჩნდა. რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა და ორმაგი სტანდარტი არ არის. შიდა საქმეებში ჩარევის რესურსი, რომელიც „სახალხო პარტიას” გააჩნია, მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრემიზმის მხარდაჭერა საზოგადოებაში. აქ წახალისებაა ექსტრემიზმის და ამას შიდა საქმეებში ჩარევას დავარქმევთ თუ კონკრეტული მიზნისთვის ბრძოლას, ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა საქმეებში ჩარევა გამოიხატება იმ ცუდ პრაქტიკაში, რასაც ჰქვია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“