დიმიტრი პესკოვი – ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ვემზადებით

ამერიკულ მხარესთან კონტაქტებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამერიკელ კოლეგებთან გარკვეულ კონტაქტებს ნამდვილად ვამზადებთ, რათა ამერიკელების მიერ ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ“, – განაცხადა პესკოვმა.
მანამდე, გამოცემა Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შაბათ -კვირას მაიამიში -სა და ს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართება.
გამოცემის ცნობით, ს დელეგაციის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება, ხოლო ამერიკულ მხარეს ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.