“გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს…” – რა ვიდეოს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე – Marao

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ტელევიზიის გარდა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმში. ბოლო დროს ხშირად შეხვდებოდით პირად ცხოვრებასთან და მამის დაავადებასთან დაკავშირებულ სტატიებსაც.
მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს), პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ – ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ – იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
განსაკუთრებული ურთიერთობისა და სიყვარულის მიუხედავად, წყვილი დაშორდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა მას შემდეგ, რაც გამვლელისგან უსიამოვნო რეპლიკა მოისმინა – „ალბათ, ამიტომ დაგშორდა ქმარი.“
რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, გარკვეული პერიოდი სოციალურ ქსელებში მის დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი იყო, რადგან ტელეწამყვანმა, მშობლის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პანსიონში მომვლელის თანხლებით გადაყვანა არჩია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სახლში თუნდაც ექიმთან ერთად დატოვება საფრთხის შემცველი იყო. ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ისაუბრა მამის ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელსაც დემენცია აქვს. ტელეწამყვანი მამაზე ხშირად წერს სოციალურ ქსელში პოსტებს.
„ახლა მა­მა­ჩე­მი თავს არა­ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნობს, მღე­რის, უკ­რავს, ცეკ­ვავს, ლექ­სებს კი­თხუ­ლობს, ქალი მოს­წონს, ქა­ლებს მოს­წონთ, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავს, ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავს და რაც მთა­ვა­რია, ხელ­ფა­სი აქვს. ის დღეს ბედ­ნი­ე­რია და ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მა­ი­ას. ეს – მა­ი­ა­კოვ­სკის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ლექ­სი, დაკ­ვრა და მე­დი­ცი­ნაა მისი მთა­ვა­რი ვნე­ბა ახლა“, – წერს პანსიონატში მყოფი მამის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნანიკო.
ამჯერად ნანიკო “ინსტაგრამზე” ახალ ვიდეოს აქვეყნებს:
“ნინა, როგორ მიყვარხარ, კი იცი, ეს ჩაწერაც გახსოვს, იმედია. ვინ საიდან გააცოცხლა ეს არ ვიცი ნამდვილად… გარკვეული ჯგუფი მლანძღავს და მიწასთან მასწორებს… მახსოვს, ბევრი ვიცინეთ ერთად. მიყვარხარ ძალიან !!!!!!! 2006 წელია, თუ არ ვცდები” – წერს ნანიკო.