მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
მათივე ცნობით, ასევე ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ფასეულია სერბეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოში მიიწვია.
სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, , გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია