ყოფილი მთიანი ყარაბაღის მინისტრს ბაქომ შესაძლოა უვადო პატიმრობა მიუსაჯოს

ბაქოს სამხედრო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ყოფილი მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარნის მიმართ თავისუფლების უვადო აღკვეთა მოითხოვა. ვარნის განცხადებით, მიმდინარე პროცესი სამართლიანი სასამართლოს საბაზისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
როგორც „კავკაზსკი უზელი” წერს, 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დაზარალებულად ცნობილმა აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ჩვენებები მისცეს სროლების შესახებ, რომლებიც სომხური მხრიდან ხორციელდებოდა ვარდანიანის ყარაბაღში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე. მათ შორის დასახელდა ქელბაჯარის რაიონი, რომელიც 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა, ასევე- ზანგილანის რაიონი, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წელს დაიკავა. ანალოგიური ჩვენებები გაისმა 9 დეკემბრის სხდომაზეც – დაზარალებულებმა ისაუბრეს ლაჩინის მიმართულებით სროლებზე, რომლებიც იმ პერიოდს უკავშირდება, როცა რუბენ ვარდანიანი ჯერ კიდევ არ იკავებდა თანამდებობას ყარაბაღში. რუბენ ვარდანიანმა 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა ს მოქალაქეობაზე უარი და მთიან ყარაბაღში გადასვლის გადაწყვეტილება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის სურვილით ახსნა. 2022 წლის 4 ნოემბერს მან სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკავა. მისი დაცვის მხარე ჯერ კიდევ მაისში მიუთითებდა, რომ ბრალდებები მოიცავს მოვლენებს, რომლებიც ვარდანიანის ყარაბაღში ჩასვლამდე მრავალი წლით ადრე მოხდა.
16 დეკემბრის სხდომაზე ვარდანიანის დაცვამ მოითხოვა პროცესში საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის (МККК) წარმომადგენლის მოწმის სახით დაკითხვა, ასევე იმ გამომძიებლის დაკითხვა, რომელმაც ვარდანიანის ოფისისა და საცხოვრებელი სახლის დათვალიერება ჩაატარა. ორივე შუამდგომლობა უარყოფილი იქნა, განაცხადა იმავე დღეს სააგენტო Report-მა.
17 დეკემბერს ვარდანიანმა ტელეფონით უფროს შვილთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესს სასამართლოდ არ მიიჩნევს. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ვარდანიანის Telegram-არხზე.
„ბაქოში მიმდინარე განხილვა სამართლიანი სასამართლოს საბაზისო სტანდარტებს არ შეესაბამება – ციტირებს მისი არხი ვარდანიანის სიტყვებს. მისივე თქმით, ამის შესახებ საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ის აუცილებლად ისაუბრებს.
გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობითვე, ვარდანიანმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ ქმედებებს ნებაყოფლობით და გააზრებულად სჩადიოდა და შესაძლო შედეგებიც სრულად ესმოდა.
„მე არაფერს ვნანობ… ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ მეტის გაკეთება ვერ შევძელი. არცახი იყო, არის და იქნება, მიუხედავად ისტორიის სხვაგვარად ინტერპრეტაციის მცდელობებისა” – განაცხადა მან.
ბაქოს სამხედრო სასამართლო რუბენ ვარდანიანის საქმეს 2025 წლის იანვრიდან განიხილავს.
ვარდანიანის საქმე ცალკე განიხილება სხვა ყარაბაღელი ლიდერების საქმეებისგან. საერთო ჯამში, ბაქოში სასამართლოს წინაშე 15 ყოფილი ყარაბაღელი მაღალჩინოსანია, მათ შორის -ყოფილი პრეზიდენტები არაიკ არუთიუნიანი, ბაკო სააკიანი და არკადი ღუკასიანი, ასევე პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავიდ იშხანიანი. მათ 20-ზე მეტი მუხლით აქვთ წაყენებული ბრალდებები, ხოლო საქმეში 2548 ეპიზოდია დაფიქსირებული.
31 ოქტომბერს გამოცხადდა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ხელმძღვანელების საქმეზე საგამოძიებო ეტაპის დასრულება. ბრალდებამ არაიკ არუთიუნიანის, დავიდ იშხანიანის, დავიდ ბაბაიანის, ლევონ მნაცაკანიანისა და დავიდ მანუკიანისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვა, დანარჩენებისთვის კი – 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.