ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა

ს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. საბჭოზე სა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
რუსეთის ახალი ამბების სააგენტო TASS-ის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრინდა და “არამეგობრული სახელმწიფოების გვერდის ავლით”, 12 საათსა და 45 წუთში დაფრინდა -ში.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ლავროვის თანმხლები ჟურნალისტებისთვის გადაადგილების საშუალება 25 მილით შემოუსაზღვრავთ, განსხვავებით სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს ვიზიტისგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საბჭოს სხდომის გარდა, ლავროვი ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ კონკრეტდება ამ შეხვედრების არც მონაწილეები და არც შინაარსი. ლავროვის ვიზიტი ნიუ-იორკში 24 იანვრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საოცარი პერიოდი გამოვიარეთ, სამწუხაროდ, დღესაც გრძედლება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს – შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება