შეერთებული შტატების 901-მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს მხარი სენატმაც დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც სარეკორდო თანხას, 901 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 884 მილიარდი დოლარი იყო.
სენატში 17 დეკემბერს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), მხარი დაუჭირა 77-მა სენატორმა. 20 წინააღმდეგი იყო.
მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით გასულ კვირაში მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. სენატის თანხმობის შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ის დოკუმენტს ხელს დღეს, 18 დეკემბერს მოაწერს.
თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასის თითქმის 4%-ით გაზრდას, სამხედრო ტექნიკის შეძენას და ზომების მიღებას აშშ-ის მთავარ მეტოქეებთან, რუსეთსა და ჩინეთთან კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.
ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 400-400 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში. თანხა განკუთვნილია ამერიკული კომპანიებისგან უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტით 175 მილიონი დოლარია გამოყოფილი ბალტიის ქვეყნების თავდაცვის საჭიროებებისთვის. ამავე კანონით ევროპაში აშშ-ის ჯარების რიცხოვნობა 76 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან