“დაკავებული მამა-შვილი დან ში მოხალისედ მიდიოდნენ” – სოხუმი

აფხაზური მედიის ცნობით, ს [დე ფაქტო – რედ.] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ქალაქ სოჭში დაკავებული არიან ს ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ში გამგზავრებას გეგმავდნენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად “იმ სამხედრო ფორმირებების შემადგენლობაში, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР МО Украины) მიერ არის კურირებული, აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად და აკრძალულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”.
აფხაზური მედიის შესაბამისად, “ჩატარებული ერთობლივი ოპერატიულ-საძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მამა და ქალიშვილი, ქალაქ სოხუმში ყოფნისას, მესენჯერ „ტელეგრამის“ მეშვეობით დაუკავშირდნენ უკრაინული ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც მოხალისეებს აკომპლექტებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმირებებში”. კურატორისგან საჭირო ინსტრუქციების მიღების შემდეგ კი, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, აღნიშნული პირები ახორციელებდნენ დამხმარე საქმიანობას მოწინააღმდეგის ინტერესებში, აგროვებდნენ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე და გეგმავდნენ უკრაინაში გამგზავრებას საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
ოფიციალური ცნობითვე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულთა მიმართ აღძრულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით („ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით აღიარებულია ტერორისტულად“).
„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან არ მცირდება ინტერნეტსივრცეში, სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში ტერაქტებისა და დივერსიების პოტენციური შემსრულებლების მოძიების აქტივობა, რომლის მიზანია, ზიანი მიაყენონ აფხაზეთის რესპუბლიკასა და ჩვენს პარტნიორებს – რუსეთის ფედერაციას”, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს სამართალდამცავი ორგანოების დროული ინფორმირების აუცილებლობაზე ინტერნეტში შესაძლო პროვოკაციული ქმედებების შემთხვევაში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }