Mozilla-ს ენტონი ენზორ-დემეო უხელმძღვანელებს – რა გეგმებს აქვს ახალ CEO–ს?

ბრაუზერ Firefox-ის შემქმნელის, Mozilla-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორად, ენტონი ენზორა-დემეო დაინიშნა – ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
ის დროებით აღმასრულებელ დირექტორს, ლორა ჩემბერსს შეცვლის, რომელიც კომპანიას ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ჩემბერსი Mozilla-ს დირექტორთა საბჭოში დარჩება.
ცოტა ხნის წინ ენზორ-დემეო Firefox-ის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობას აჯიტ ვარმა დაიკავებს.
Mozilla-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა Firefox-ის ეკოსისტემისა და Mozilla-ს პროდუქტების თ აღჭურვილი ფუნქციებით გაფართოების განზრახვა. ამავდროულად, ის გეგმავს, შეამციროს კომპანიის დამოკიდებულება საძიებო სისტემიდან მიღებულ შემოსავალზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }