ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ო’ფლაჰერტი საქართველოს მთავარ პროკურორს წერს, რომ 2025 წლის 24 იანვარს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დაარწმუნა, რომ მომიტინგეების დაშლის დროს ჭავლში არაფერი გაურევიათ, თუმცა მისი თქმით, მაღალჩინოსნების ახალი განცხადებები განსხვავებულია.
აღმოჩნდა, რომ პირველი კითხვები წყლის ჭავლის შემცველობაზე ჯერ კიდევ 11 თვის წინ დაისვა და ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ლოგიკური ეჭვი არსებობდა. მაშინ როცა, ევროკომისარს უმტკიცებდნენ, რომ წყალში საერთოდ არაფერს ურევდნენ, სუსის ბრიფინგიდან სხვა რამ გაირკვა. რატომ ჩათვალა “ოცნებამ”, რომ ევროკომისარს და ევროსაბჭოს აღარ ემახსოვრებოდა 11 თვის წინ მოსმენილი ტყუილი – უცნობია.
საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში ითხოვს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.
2025 წლის იანვარში საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამარწმუნა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული. მას შემდეგ არაერთმა თანამდებობის პირმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, აღიარეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, – თუმცა არა ისეთი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც ჯანმრთელობისთვის შესაძლო გრძელვადიანი შედეგები მოჰყვებოდა, რაზეც ახლახან მედიაში გავრცელებულ რეპორტაჟში იყო საუბარი“.
წერილი, რომელიც 10 დეკემბრით თარიღდება ო’ფლაჰერტი ასევე წერს, რომ „ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც პროკურატურის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების საკითხის გამოძიების ნაწილი“.




