ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს გაფართოების დოკუმენტზე დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეს განცხადება – “პასუხისმგებლობის აღებაა კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”.
საუბარია ევროკავშირის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნებზე საქართველოს შესახებ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე დღეს გამოქვეყნდა – დოკუმენტში ხაზგასმულია რეპრესიული კანონების მიღება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები.




