აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ისრაელელ ხალხს ჰპირდება, რომ ღაზის ტერიტორიაზე არ იარსებებს პალესტინის სახელმწიფო და ორგანიზაცია, რომელიც დააფინანსებს ტერორს. ისრაელის მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ნეთანიაჰუს თქმით, სრულ წარმატებას მიაღწევს და ითხოვს ღაზის დემილიტარიზაციას ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნა უშლიდა ხელს წლების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის.
„ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, მტკიცედ გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას. თუ ვინმე სხვას აქვს განსხვავბული პოზიცია, გამოავლინონ ლიდერობა და პატიოსნად გამოხატონ პოზიცია ისრაელის მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“