ევროკავშირის მინისტრები ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის მთავარ დიპლომატებს შეხვდებიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს შეხვედრას გამართავენ თავიანთ კოლეგებთან დან, პალესტინის ავტონომიიდან და წამყვანი არაბული სახელმწიფოებიდან. ოფიციალური პირების თანახმად, შეხვედრის საგანია ღაზის სექტორში მიმდინარე ომი და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმება.
შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს, არ არის მოსალოდნელი შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცსა და პალესტინის ავტონომიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელს, რიად ალ-მალიქის შორის.
ეგვიპტის, იორდანიისა და ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ასევე შეხვდებიან ევროპელ მინისტრებს მზარდი შიშის ფონზე, რომ ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართო კონფლიქტმა შეიძლება მოიცვას.
ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რის შედეგადაც, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სექტორში 24-ზე ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მრავალმა ქვეყანამ გაკიცხა ისრაელი და მას ძალის განურჩევლად გამოყენებაში დასდო ბრალი. აღნიშნავს ისრაელის უფლებას თავდაცვაზე, მაგრამ ამავე დროს მას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას სიფრთხილისა და პროპორციულობისკენ მოუწოდებს. უკანასკნელ ხანებში თავად ისრაელში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა ნეთანიაჰუს მიმართ, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ მას არა აქვს მძევალთა განთავისუფლების სტრატეგია და ომის შემდგომი ღაზის აღდგენის გეგმა.