ბათუმში, ცენტრალურ პარკში, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

გასაჯაროვდეს არაბ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულება, – ამ მოთხოვნით ბათუმში, ცენტრალურ პარკში, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ფულის გამო ქვეყნის ინტერესებს ყიდის. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის, გიორგი ანწუხელიძის, მემედ აბაშიძის და გიორგი მაზნიაშვილის ფოტოები გამოფინეს.
„ხელისუფლება მუშაობს, რომ დაყოს ადამიანები. სად არის მამული, ენა სარწმუნოება? ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას. ბიძინა ივანიშვილის მლიქვნელური საქციელი არაბების მიმართ სამარცხვინოა. ფულის გამო, ყველაფრისთვის მზად არიან. ამიტომ მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს არაბ ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა