13 ადამიანი დაიღუპა დონეცკის დაბომბვის შედეგად

21 იანვარს დილით საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა დონეცკი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. დაიბომბა ტექსტილშჩიკის მიკრორაიონი, სადაც ქალაქის ბაზარი მდებარეობს. რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის, ალექსეი კულემზინის განცხადებით, დაიღუპა ქალაქის 12 მცხოვრები.
ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის დენის პუშილინის თქმით, დაიღუპა 13 და, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.
უპილოტო თვითმფრინავმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო კუიბიშევსკის რაიონში, სადაც სარემონტო ჯგუფი გათბობის მიწოდების მწყობრიდან გამოყვანილ ქსელზე მუშაობდა. დაიჭრა ერთი მექანიზატორი, ხოლო ექსკავატორი დაიწვა.
კულემზინმა თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. უკრაინის სარდლობას დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის ჯარებმა, თავის მხრივ, გასული 24 საათის განმავლობაში 95 თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქზე. შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა და დაინგრა რამდენიმე შენობა. ამის შესახებ განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ.
21 იანვარს გამთენიისას რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის რეგიონიც. ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, საარტილერიო შეტევა უმსხვერპლოდ დასრულდა.
.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა