ისრაელის რამდენიმე ქალაქში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა

ისრაელის რამდენიმე ქალაქში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა. დემონსტრაციები ერთდროულად ჩატარდა თელ ავივში, იერუსალიმსა და კესარიაში.
დემონსტრანტები ს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უფრო მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში მყოფი 100-ზე მეტი მძევლის გასათავისუფლებლად. ამასთან ერთად, მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი სიტყვით გამოსვლისას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებითაც გამოვიდა.
როგორც ცნობილია, „ჰამასის“ მებრძოლები მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ისრაელისგან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითხოვენ, რაზეც ნეთანიაჰუს მთავრობა უარს აცხადებს და ამბობს, რომ ეს „ჰამასს“ ძალების აღდგენაში დაეხმარება.