ევროკავშირმა 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის – ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
ევროკავშირის სამშვიდობო იდეის მთავარი ნაწილი „სამშვიდობო კონფერენციაა“ ევროკავშირის, აშშ-ის, ეგვიპტის, იორდანიის, საუდის არაბეთის, არაბული ქვეყნების ლიგისა და გაერო-ს მონაწილეობით. სამშვიდობო კონფერენციას ექნება 1 წელი სამშვიდობო გეგმის ჩარჩოს შესაქმნელად. ამის შემდეგ გეგმა წარედგინება კონფლიქტის მხარეებს და გამოყენებული იქნება საბოლოო მოლაპარაკებების ძირითად საფუძვლად.