ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა

ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა – ირაკლი მ ისაუბრა განგრძობით ოკუპაციაზე იმ დოზით და იმ სიღრმით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “ამ კონკურენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მითუმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა”.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფებოდა კონკრეტული მიზნით, მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, თურქმენეთის, ჩვენი პარტნიორის პატივისცემის ნიშნად. თავის სიტყვაში მან გაამახვილა ყურადღება საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე – ოკუპაციაზე. ზოგადად, მშვიდობა იყო ამ კონფერენციის მთავარი თემა და მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის გამოსვლისაც. თავის სიტყვაში აღნიშნა ოკუპაციაც და ხაზი გაუსვა ზოგადად, სუვერენიტეტის პატივისცემას. ეს აღნიშნა, მათ შორის, ს პრეზიდენტის პირისპირ და თანდასწრებით. [ოკუპაცია ახსენა] იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე სათქმელად. სხვა არანაირი კვეთა, ფორმალურო თუ არაფორმალური, გასაუბრება, შეხვედრა არ ყოფილა, არც იქნებოდა. ეს არც იყო ამ კონფერენციის მიზანი,” – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, ს, თურქეთის, სომხეთის, ს, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და ს პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.