: აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს (ვიდეო)

ირაკლი , აშხაბადში ყოფნისას მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც თურქმენეთის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს შეეხებოდა.

„ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად არასერიოზული და მეტყველებს საერთო არასერიოზულობაზე, რომელიც დღეს სუფევს ოპოზიციაში და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. აქ სიღრმისეული კომენტარის გაკეთება არ ღირს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს იმართება თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებული “მშვიდობისა და ნდობის ფორუმი”.

ფორუმში თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი