სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს

სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა(ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთითევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
ანგარიშში, სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების საკითხი (გვ 25). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. სახელმწიფო შესყიდვების ტრანსფარენტულობის ფაქტორის ანალიზის მიხედვით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩამორჩებოდა, თუმცა შესყიდვების კეთილსინდისირების მიხედვით საქართველომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას გაუსწრო და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების შეფასების 100-ბალიანი სისტემით საქართველომ 88 ქულა მიიღო და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ისლანდიას და შვეიცარიას, რომლებმაც 90 ქულის მოპოვება შეძლეს.
სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისირების შეფასებით, საქართველოს 3 ქულით ჩამორჩება ჩეხეთი და , 4 ქულით ჩამორჩება ბელგია, 5 ქულით – ლუქსემბურგი და ბულგარეთი, 6 ქულით – და საფრანგეთი, 7 ქულით ჩამორჩება შვედეთი, 9 ქულით – ფინეთი, 10 ქულით ჩამორჩება ნიდერლანდები. საქართველო 10-ზე მეტი ქულით უსწრებს საბერძნეთს, ლიეტუვას, კვიპროსს, გერმანიას, ნორვეგიას, ირლანდიას, უნგრეთს.
სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერების შეფასებით საქართველოს 20 და მეტი ქულით ჩამორჩება ლატვია, რუმინეთი, ხორვატია, მალტა, , პოლონეთი, სლოვენია, ავსტრია და იტალია. რეიტინგში ევროკავშირის მოქმედი და ყოფილი ქვეყნებიდან ბოლო ადგილებზე გავიდა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია, რომლებმაც შეფასების 100 ბალიანი სისტემით 55, 50, 48 ქულა მიიღეს და საქართველოს შესაბამისად 33, 38, და 40 ქულით ჩამორჩებიან.
ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდაპროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის