საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში პსჟ გალიდერებას ეცდება(ლანსის მატჩამდე მაინც). ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის “მეცია” – სადაც გიორგი მიქაუტაძეც თამაშობდა. “სტად სენტ სიმფორიენზე” (მეცი) შეხვედრა შაბათს, ჩვენი დროით 22:00 საათზეა.
ამის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება, წინ კი ქვეყნის თასისა და საკონტინენტათშორისო თასის მატჩებია.
“მეცში” თითქოს სასიკეთო პერიოდი გამოჩნდა, მაგრამ ჩვენებურების გუნდი მაინც ბოლო ადგილზეა და მხოლოდ 11 ქულა აქვს. ხსენებულ დროს მათ სამი მოგება ჰქონდათ, მათ შორის ცხრილის ამჟამინდელ ლიდერ “ლანსთან”.
პარიზელთა შეტევაში ლის, დუესა და მბაიეს ასახელებენ. “კვარა” კარგ ხასიათზე და ფორმაშია, მაგრამ შესაძლოა, დაასვენონ; სასტარტოში აბუაშვილს არ ველით, წიტაიშვილი კი თავიდანვე მარცხნიდან შეუტევს.
ლუის ენრიკეს გუნდი ამ სეზონში სტუმრად ისეთივე წარმატებით ვერ თამაშობს, როგორც შინ და ზოგადად, ამ დროისთვის ორი წაგება მათი საზომებით მეტისმეტია.
ტრავმირებულებს მარკინიოსი შეემატა, სადაც ჰაკიმი და ბერალდო არიან, დემბელე და მეკარე შევალიე კი განაცხადში დაბრუნდებიან.
პსჟ” “მეცს” სულ ჩაგრავს, გამონაკლისი კი 2006 წელი იყო.
მანამდე, 19 საათზე, ინგლისში “ლივერპული” “ბრაიტონს” უმასპინძლებს. ვნახოთ, კრიზისს ბოლო თუ მოეღება და ითამაშებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი.
რაც შეეხება კვირას. 21:30 საათზე ეაპანეთში გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “ლევანტეს” ესტუმრება.
· სკეპო ბარმოლა უნდა დასაჯონ, და დასვან სკამზე.
ქოჩორაშვილმა შეიძლება “სპორტინგი” დატოვოს
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა – მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას “სლოვანიც”
“კვარამ” ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა – როგორი იქნება “ატლეტიკთან” პსჟ-ს შემადგენლობა?
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში – დღის საინტერესო მატჩები
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს – “ლივერპული” “ლიდსთან” ფრეს დასჯერდა
ალისონი “ლივერპულიდან” წავა? – შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
“ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ” – ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები – “ლივერპული” “სანდერლენდთან” წაგებას გადაურჩა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
[VIDEO] გოლი და რა გოლი – მიქაუტაძემ გაიტანა, “ვილიარეალი” წინ მიიწევს
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო



