რუსეთში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება – “გამოვაქვეყნებთ ფაილებს”

რუსეთში დაფუძნებული საერთაშორისო ანტიგლობალისტური მოძრაობის ლიდერის, რუსული ვიკილიქს 2.0-ის ხელმძღვანელისა და ვლადიმირ პუტინის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების საბჭოს წევრის, ალექსანდრ იონოვის თქმით, 12 დეკემბერს თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ ფაილებს გამოაქვეყნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის მიერ დართულ ვიდეოში იონოვი სიტყვა “ბიოლოგიურ იარაღს” არ ახსენებს, თავად ТАСС-ი წერს, რომ “ვიკილიქს 2.0-ის საიტზე გამოქვეყნდება დოკუმენტები ლუგარის ქართულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე”.

“ჩვენს საიტზე, wikileaks.ru-ზე გამოვაქვეყნებთ ლუგარის ქართულ ცენტრთან დაკავშირებულ 70 000 დოკუმენტის დარჩენილ ნაწილს, რომელშიც არის საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ეხება როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას, ისე საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მდებარე აშშ-ზე დაქვემდებარებულ ბიოლაბორატორიებს შორის თანამშრომლობის შემუშავებას.” – თქვა იონოვმა.

იონოვის მტკიცებით, ახალი მასალა ეხება სომხეთსაც. მისი მტკიცებით, ლუგარის ცენტრის სპეციალისტები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც “საიდუმლო საქმიანობით იყვნენ დაკავებული” სწორედ აქ გადავიდნენ.

იონოვი აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია. 2022 წლის ივლისში მას ბრალად დასდეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა, აშშ-ში პრორუსული პროპაგანდის გავრცელება და საშინაო პოლიტიკაშ ჩარევა.

1-ელ დეკემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ პროექტი WikiLeaks-ი განახლებულ ფორმატში რუსეთში გაიხსნებოდა, Викиликс 2.0-ის სახით. ამის შესახებ ცნობა ალექსანდრ იონოვმა გაავრცელა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეა. მათი მტკიცებით, აქ ამერიკიის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. კამპანიაში ჩართული იყო როგორც რუსეთის საგარეო და თავდაცვის უწყებები, ისე პროპაგანდისტები, როგორიცაა იგორ გიორგაძე – საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”