ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ ტიერი ანრიმ “ლივერპულის” შემტევი, მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა. მოგეხსენებათ, ეგვიპტელმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი კლუბისგან ამგვარ მოპყრობას არ იმსახურებს და აღნიშნა ისიც, რომ მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, კონკრეტული ადამიანის ინტერესებში შედის.
ანრის თქმით, მსგავს თემებზე სალაჰი საჯაროდ არ უნდა საუბრობდეს.
“ვენგერთან პრობლემები მქონდა, გვარდიოლასთან… ოდესმე მოგისმენიათ, რომ ამაზე საჯაროდ მელაპარაკა? იმ მომენტში კლუბი დავიცავი.როდესაც კლუბში თამაშობ, ის ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება შინაგანად, შენ იცავ კლუბს, შენს თანაგუნდელებს, მენეჯერს, პერსონალს.შეგიძლია იყო გაბრაზებული, გაღიზიანებული, არ დაეთანხმო, მაგრამ ბინძურ სარეცხს საჯაროდ არ ფენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლუბი რთულ მომენტებს გადის.სამაგიეროდ, ელოდები, შინაგანად ალაგებ რაღაცებს და შემდეგ თუ წასვლა გინდა ან აზრის გამოთქმა, საჭირო დროს აკეთებ ამას.მე მესმის მისი ბრაზის… ძნელია 38 გოლი გაიტანო და სკამზე დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა გუნდი საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენო”, – განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, სალაჰის გადაბირებით არაბული კლუბები ინტერესდებიან და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ეგვიპტელი “მერსისაიდელთა” რიგებს დატოვებს.
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს – თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
[PHOTOS] “ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე” – 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება – რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს – “ლივერპული” “ლიდსთან” ფრეს დასჯერდა
ალისონი “ლივერპულიდან” წავა? – შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
“გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი” – ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
“ამ გუნდის მსგავსი ღრმა შემადგენლობა არავის ჰყავს” – ტიერი ანრი
“ცხადია, ეს ყველამ იცის” – ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
[PHOTO] ანრის მოულოდნელი პასუხი და სასაცილო გრაფიკა – ფრანგმა ლეგენდამ პსჟ-იდან “ოქროს ბურთის” მოგების ფავორიტი დაასახელა
ანრის გაუთანაბრდა – მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
სალაჰი უკვე მეოთხეა – ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
სალაჰი პრემიერ ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
“ეს სირცხვილია” – ტიერი ანრიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგებას აუცილებლად იმსახურებდა
სალაჰს სემენიო შეცვლის? – “ლივერპული” გამოსასყიდი თანხის გადასახდელად ემზადება
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს – “ლივერპულის” ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ




