სავარაუდოდ, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს.
გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.