სერგეი ლავროვი – ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელსაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის

-ის პრეზიდენტი, ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც უკრაინაში არსებული სიტუაციის ძირეული მიზეზების გაგების გამოვლენა დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ის ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში თეთრ სახლში შესვლისთანავე დაიწყო იმ მიზეზების გააზრების გამოვლენა, რამაც უკრაინაში ომი გარდაუვალი გახადა და რაც საფუძვლად უდევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს, რომელსაც ტრამპის წინამორბედი ბაიდენი და მისი ევროპელი ხელქვეითები მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდნენ“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, პრეზიდენტი ტრამპი, სიტუაციის ანალიზის შემდეგ, დაეთანხმა, რომ რუსეთის მიერ გამოვლენილი ძირეული მიზეზები ნამდვილად უნდა აღმოიფხვრას, მათ შორის ის, რომ ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს.