გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ

ჩვენ არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს სრული სიყალბეა – აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვას, გაატარებენ თუ არა ტვირთებს, მ უპასუხა: „ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ“. მისი თქმით, ძალაშია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და არავითარი ინიციატივა ამ მიმართულებით ხელისუფლებას არა აქვს.
„თავის დროზე, წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. მაშინ იყო შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია.
ზოგადი შეთანხმება არსებობს, მაგრამ ამ კუთხით არავითარი აქტიურობა არ ყოფილა. ეს არის ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს და თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენგან შეიტყობთ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი