ავსტრალიაში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა აიკრძალა – Reuters

ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა და მასზე წვდომა დაბლოკა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 10 უმსხვილეს პლატფორმას, მათ შორის TikTok-ს, Alphabet-ს, YouTube-ს, Meta-ს, დაევალათ ბავშვების დაბლოკვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კანონის თანახმად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან, 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (33 მილიონი დოლარი) ჯარიმა დაეკისრებათ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ დღევანდელ დღეს ოჯახებისთვის „საამაყო დღე“ უწოდა.
„ეს უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილება, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა. ეს არის ღრმა რეფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გააგრძელებს გამოძახილს“, – განაცხადა ალბანეზემ.
Reuters-ი წერს, რომ ავსტრალიის მთავრობის ამ ნაბიჯს ბევრი მშობელი და ბავშვთა დამცველი მიესალმა, თუმცა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სიტყვის თავისუფლების დამცველებმა გააკრიტიკეს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”