ბაქოს სასამართლომ დაიწყო საფრანგეთში მცხოვრები გაზეთ „აზადლიგის“ მთავარი რედაქტორის, განიმათ ზაჰიდის საქმის განხილვა. ჟურნალისტმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სახელმწიფო წინააღმდეგ გაჟღერებულ მოწოდებებში და სისხლის სამართლის დევნა პროფესიული საქმიანობით ახსნა. იუწყება Meydan TV.
2025 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში 24 საზღვარგარეთ მცხოვრები ხელისუფლების კრიტიკოსის – ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები დაუსწრებლად. მათ უმეტესობას ბრალად ედება ღია მოწოდებები სახელმწიფოს წინააღმდეგ და არეულობებისკენ საჯარო წაქეზება.
2011 წლის სექტემბერში განიმათ ზაჰიდი (ზაჰიდოვი) ოჯახის მიმართ მუქარებზე საუბრდა. კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში ის იუწყებოდა, რომ იძულებული გახდა ოჯახი ქვეყნიდან გაეყვანა „უსაფრთხოების გამო“. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო.
2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას უარყოფს.




