სოფო ხორგუანმა არჩილ გორდულაძეს მიმართა, რომ როდესაც გახარიას პარტიის წევრებს „გახარიებს“ დაუძახებს, გაითვალისწინოს, რომ მათ საკუთარი სახელები აქვთ, რაზეც გორდულაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ მათ „გახარიელს“ დაუძახებს

სხვა დროს, როდესაც „გახარიებს“ დაგვიძახებთ და მერე მოგვთხოვთ რომ ს ირაკლი დავუძახოთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელი და გვარები, რომლითაც ვამაყობთ – ეს გაითვალისწინეთ, – ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს.
„ყოველთვის როდესაც ჩვენ არგუმენტები მოგვყავს, ან გვაქვს თქვენგან განსხვავებული აზრი, თქვენ საუბრობთ, რომ ეს აუცილებლად ვიღაცამ მიკარნახა გარედან. მე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იმიტომ მოვიყვანე, რომ თქვენ ძირითადად, ამაზე აპელირებთ, მაგრამ მე არ მჭირდება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ ვიყო ობიექტური, სამართლიანი ადამიანი და შემეძლოს შევაფასო, რას ნიშნავს სამართლიანობა. არც კარნახი მჭირდება. თქვენ შეიძლება გჭირდებათ ვინმეს კარნახი, მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც გულის და გონების კარნახით მოქმედებენ. ეს უნდა გაიაზროთ.
კიდევ ერთს გეტყვით – მალხაზ თორია, დაჯი კოვზირიძე, შალვა კერესელიძე, თამარ ახვლედიანი, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე და ჯემალ ანანიძე. მე ვარ სოფიო ხორგუანი. სხვა დროს, როდესაც „გახარიებს“ დაგვიძახებთ და მერე მოგვთხოვთ რომ ს ირაკლი დავუძახოთ, ესეც გაითვალისწინეთ – ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელი და გვარები, რომლითაც ვამაყობთ. ჩვენი გადაწყვეტილებებითაც. სხვა დროს ეს გაითვალისწინეთ,“ – განაცხადა ხორგუანმა.
თავის მხრივ, პასუხად, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატების სახელებისა და გვარების წინ „გახარიელს“ იტყვის.
„მე მგონი, ეს შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ, რაც ქალბატონმა სოფომ ბრძანა და დიახ, ყოველთვის, დღეის შემდეგ, როდესაც თქვენს პოლიტიკურ ე.წ. ჯგუფზე ვისაუბრებ, აუცილებლად წინ დავაყოლებ ხოლმე „გახარიელს“ – „გახარიელი“ სოფო ხორგუანი, „გახარიელი“ ვიკა ფილფანი, „გახარიელი“ გიგა ფარულავა და ა.შ. „გახარიელი“ ბრძანდებით, რა ვიცი. თქვენი ლიდერის სახელი და გვარი თუ გეთაკილებათ, თქვენი პრობლემაა,“ – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!