BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა

„ბიბისის“ სკანდალური გამოძიების შემდეგ, ბრიუსელში საქართველოში მოქალაქეთა შესაძლო მოწამვლის საკითხზე საგანგებო დებატები დაინიშნა.
“დემოკრატიული კრიზისი საქართველოში” – ასე ჰქვია დებატებს, რომელიც ევროპარლამენტში ერთ კვირაში გაიმართება.
ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოითხოვა, რომელიც სიდიდით მესამე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებაა ევროპასა და ევროპარლამენტში.
სავარაუდოდ, პარლამენტარები მხარს დაუჭერენ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
დებატების ერთ-ერთი საკითხი ასევე იქნება ს სანქცირების შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ