მედია: დეპუტატი ბეჟან წაქაძე ირწმუნება, რომ ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა “ყველა ქვეყანაში მიღებული ნორმაა”

“ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე ირწმუნება, რომ ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა “ყველა ქვეყანაში მიღებული ნორმაა” და შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ შეაქვთ.

  • “ოცნება” პროტესტის წინააღმდეგ – შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩაქარებულად იღებს.

არცერთი კანონი, რომელიც არის მიღებული, საერთაშორისო ნორმებს არ ეწინააღმდეგება – ე.ი. აუცილებელია. (ტროტუარზე პროტესტის აკრძალვა) აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მიღებული ნორმაა. ჩვენ ქვეყანაში პროტესტი მანიფესტაცია, ეს ყველაფერი მიღებულია, ოღონდ თავისი ნორმით. ვინ გითხრათ რომ ავკრძალავთ? სადაც უნდათ იქ გააპროტესტონ, ოღონდ იმ წესებით, რაც წერია კანონში”, – ამბობს წაქაძე.

ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან -ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე გალში საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, სრული სიყალბეა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი ვერ იქნება – ვადასტურებთ, რომ ტვირთებს არ გავატარებთ