ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი შეტევა ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე. იერიშის სამიზნე ამჯერად “ჰუსიტი” მებრძოლების რაკეტების გამშვები დანადგარები იყო.
იქამდე კი ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმების შემდეგ ჰუსიტებს წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები არ შეუჩერებიათ და შესაბამისად, შტატები მათ პოზიციებზე იერიშებს გააგრძელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ ქირბი აცხადებს, რომ ეს არის მეოთხე პრევენციული ქმედება მიმდინარე კვირის განმავლობაში.
“ამ დილით, აშშ-ის ძალებმა სამი წარმატებული თავდაცვითი დარტყმა განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. ეს არის მეოთხე პრევენციული ქმედება მიმდინარე კვირის განმავლობაში. აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს დარტყმები ჰუსიტების რაკეტების გამშვებ პუნქტებზე, რომლებიც მზად იყვნენ თავდასხმებისთვის. ამ შემთხვევაში საუბარია გემსაწინააღმდეგო რაკეტებზე. პენტაგონში მიაჩნიათ, რომ მიტანილმა დარტყმებმა ტერორისტების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეასუსტა, თუმცა მათ გარკვეული რესურსები კვლავ რჩებათ და ჩვენ ვაპირებთ მათ გასანეიტრალებლად გავაგრძელოთ ქმედებები. ამას აცხადებდა გუშინ პრეზიდენტიც”, – აცხადებს ჯონ ქირბიმ.
შეგახსენებთ, წითელ ზღვაში ჰუსიტების გემებზე თავდასხმებმა მრავალი კომპანია დააზარალა და შეშფოთება გამოიწვია.
ჰუსიტების თქმით, ისინი პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ.